14.07.2014წ დღეს დავამთავრეთ მუშაობა სასწავლო პროექტზე, ბოლო დღეს ავტვირთე მასალები ,,პროექტის დამხმარეში'', ყველა მეცადინეობაზე მეტ ინფორმაციას ვსწავლობდი, საინტერესო ტრენინგი იყო, აქტიურად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, აქ არ დამთავრდება, პირიქით ახლა დაიწყება ჩვენი ნაყოფიერი მუშაობა.
Monday, July 14, 2014
Saturday, July 12, 2014
მე-8 დღის რეფლექსია
12.07.2014წ დღეს drive-ში დავამატეთ შეფასების რუბრიკები, პროექტის გეგმა, მოსწავლის ნიმუში, პროექტის დამხმარე. მოსწავლის ნიმუშში დავამატებ აუცილებლად მოსწავლის მიერ დამზადებულ სავარაუდო ბუკლეტს. ამჟამად ვმუშაობ და დავასრულებ მალე.
მადლობა ტრენერს.
მადლობა ტრენერს.
Thursday, July 10, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
10.07.2014წ. დღეს შევავსეთ ჩვენი გეგმების დიფერენცირენცირებული სწავლების გრაფა, ასევე ჩვენ პორტფოლიოში შევიტანეთ შეფასების რუბრიკები, დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. მადლობა ტრენერს.
Tuesday, July 8, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
8.07.2014წ. დღევანდელი დღე ცოტა გადატვირთული იყო, მაგრამ ინფორმაციის მომცემი, ვიმუშავე შეფასებებზე, ვისწავლე ინტერნეტ მისამართების დაკოპირება, სლაიდების მომზადება. მადლობა ტრენერს.
Saturday, July 5, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
05.07,2014წ. დღეს შევისწავლეთ როგორ შევადგინოთ შრეფასების რუბრიკები, სასწავლო პროექტის გეგმისთვის, ვიმუშავეთ DRIVE-ში.
პროექტის პორტფოლიო
https://drive.google.com/folderview?id=0B6qYGaP-1K1NQ1NCWWNfbU5Ld0E&usp=sharinghttps://drive.google.com/folderview?id=0B6qYGaP-1K1NQ1NCWWNfbU5Ld0E&usp=sharing
Thursday, July 3, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
3.07.2014წ. დღეს ვისწავლეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები მოვარგეთ ჩვენს პროექტს, ვისწავლეთ როგორ დავსვათ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ,,drive-ში'' შევქმენით პროექტის პორტფოლიო.
მესამე დღის რეფლექსია
1.07.2014წ. ამ დღეს მივიტანეთ ჩვენს მიერ გაკეთებული პროექტები, მივიღეთ მცირედი შენიშვნები, ჩავინიშნეთ, დავხვეწეთ პროექტის მიზნები და ამოცანები. უკვე მარტივად მომეჩვენა. ასევე გავეცანით ბუკლეტების შაბლონებს.
მეორე დღის რეფლექსია
26.06.2014წ. ტრენერმა გაგვაცნო სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, მოგვცა დავალება აგვერჩია რაიმე ტემა და გაგვეკეთებინა სასწავლო პროექტი, რთულად კი მომეჩვენა.
Subscribe to:
Posts (Atom)